შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ნუგზარ დურმიშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1975–1977წწ. იყო მ. წინამძღვრიშვილის სახ. კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1977–1979წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1979–1983წწ. ამავე ინსტიტუტის ჯერ უმცროსი; 1983–1986წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1986–1991წწ. კლინიკური იმუნოლოგიის განყოფილების გამგე; 1991 წლიდან არის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური იმუნოლოგიის განყოფილების გამგე. ავტორია 38 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია რუსულ ენაზე. ექიმი–იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სტრუქტურულ–ფუნქციური ცვლილებები ჰიპოქსიის დროს ექსპერიმენტში და იმუნიტეტის მაჩვენებლები ავადმყოფებში გულის უკმარისობით".
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |