The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვილენ ეგიაზაროვი

დაბადების თარიღი:31 მარტი, 1933  (91 წლის)
კატეგორია:რევმატოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო–სამედიცინო აკადემიის ექიმთა მომზადების ფაკულტეტი 1957 წელს.

1957–1960წწ. იყო სსრკ სამხედრო საჰაერო ძალების ექიმი–თერაპევტი; 1963–1966წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფაკულტატური თერაპიის კათედრის ასპირანტი; 1971–1979წწ. მუშაობდა მე–7 საავადმყოფოს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროს და უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1979 წლიდან ქალაქის მე–7 საავადმყოფოს კლინიკურ ორდინატორად, რესპუბლიკური სამეცნიერო–პრაქტიკული რევმატოლოგიური ცენტრის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–რევმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მეორადი არტერიალური ჰიპოტონიები წყლულოვანი დაავადების და ქრონიკული გასტრიტის დროს", დაიცვა 1969 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რევმატოლოგთა ასოციაციის გამგეობა, წევრი