შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ალექსანდრე ედიბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს. 1929-1933წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის თერაპიული და ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრას; 1935-1974წწ. თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიურ და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის პროფესორ-კონსულტანტი; შეისწავლა ალვეოლური პიორეის ეტიოლოგია და მკურნალობა, ოდონტოგენური და არაოდონტოგენური სიმსივნეებისა და პირსახის თანდაყოლილი სიმახინჯეების კლინიკა და მკურნალობა; საქართველოში დანერგა პირსახის აღდგენითი ოპერაციები; შეადგინა ქირურგიული სტომატოლოგიის პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ქირურგ-სტომატოლოგი, ქირურგიული სტომატოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1943), პროფესორი(1943). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |