The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ივანე ელიაშვილი

ივანე ელიაშვილი
დაბადების თარიღი:18 აპრილი, 1864
გარდაცვ. თარიღი:12 იანვარი, 1932  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი, ჰიგიენისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1888 წლიდან თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან; 1896 წელს იყო "სამედიცინო ფურცლის" ქართული გამოცემის ხელმძღვანელი; 1921-1929წწ. საქართველოს ჯანსახკომის სტატისტიკური განყოფილების უფროსი; 1926 წელს მისი თაოსნობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა სოციალური ჰიგიენის კათედრა, რომელსაც 1929 წლამდე თვითონვე განაგებდა; ჟურნალ "ჯეჯილსა" და "ნაკადულში" აქვეყნებდა საქართველოს ფლორისა და ფაუნის ამსახველ მოთხრობებს, რომლებიც შეტანილია მის წიგნში - "სამშობლო ბუნების სარკე"(1911); მას ეკუთვნის მოგონებები ა. წერეთელზე(მისი ანდერძის მიხედვით იგი იყო პოეტის ნების აღმსრულებელი), წვლილი მიუძღვის მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის აღნუსხვა-მოწესრიგებაში; ექიმი-ჰიგიენისტი, ჯანდაცვის ორგანიზატორი, საზოგადო მოღვაწე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია