The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



სოფიო ელიაშვილი

დაბადების თარიღი:27 მაისი, 1948  (75 წლის)
კატეგორია:ნეფროლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. დუშეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1970 წელს.

1970–1972წწ. მუშაობდა ქირურგიის ინსტიტუტში, ზოგად ქირურგიაში ორდინატორად; 1972–1979წწ. ქირურგიის ინსტიტუტის თირკმლის ცენტრში ექიმ–ორდინატორად; 1979 წელს ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ურონეფროლოგიურ კლინიკაში; 1984–1991წწ. იყო თბილისის ქირურგიის ინსტიტუტის თირკმლის ცენტრის გამგე; 1991 წლიდან თბილისის მე–4 კლინიკური საავადმყოფოს ნეფროლოგიური განყოფილების გამგე. ავტორია 19 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–ნეფროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. ნეფროლოგიის დარგში მინიჭებული აქვს ორგზის უმაღლესი კატეგორია(1985; 1991).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ურემიული პერიკარდიტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა პროგრამულ ჰემოდიალიზზე", დაიცვა 1984 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის თერაპიული საზოგადოება, წევრი