შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
თინათინ ჩიქოვანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს. 1983-1987წწ. იყო ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი "ალერგოლოგია და იმუნოლოგიის" სპეციალობით; 1991 წლიდან სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დეკანი, იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი; ავტორია 34 სამეცნიერო ნაშრომის; მისი ხელმძღვანელობით დაცულია ერთი საკანდიდატო დისერტაცია. ალერგოლოგი, იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ამნიოქორიონის კულტურალური სითხისა და პრეპარატ პლაფერონის პეპდიტური ფრაქციის იმუნომარეგულირებელი მოქმედება", დაიცვა 1989 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა – "პლაფერონი ლბს იმუნოფარმაკოლოგია", დაიცვა 1997 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |