შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გიორგი ელისაბედაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1966 წელს. 1966–1968წწ. იყო კასპის რაიონული საავადმყოფოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი; 1968 წელს თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის განყოფილების ორდინატორი, ქირურგიული გასტროენტერელოგიის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1969–1978წწ. მოღვაწეობდა მოსკოვის სკლიფასოვსკის სახელობის საწრაფო დახმარების ინსტიტუტში; 1978 წელს იყო თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ქირურგიული გასტროენტეროლოგიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1984 წლიდან ამავე ინსტიტუტის ენდოსკოპიის ლაბორატორიის გამგე; 1997 წლიდან კი მინი–ინვაზიური ქირურგიის განყოფილების გამგე – მიმღებ სადიაგნოსტიკო სამსახურის უფროსი. ავტორია 48 სამეცნიერო ნაშრომის, აქედან 6 მეთოდური რეკომენდაციაა. ექიმი ქირურგი–ენდოსკოპისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ინსტრუმენტალური კვლევის მეთოდები მუცლის ღრუს დახურული დაზიანებათა დიაგნოსტიკაში", დაიცვა მოსკოვში 1978 წელს. საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |