The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნოდარ ემუხვარი

ნოდარ ემუხვარი
დაბადების თარიღი:4 აპრილი, 1944  (80 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შეშელეთი(გალის რაიონი).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1967 წელს.

1967–1970წწ, იყო ახალციხის ექიმი თერაპევტი; 1974–1983წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1974–1983წწ. სამკურნალო ფაკულტეტის საფაკულტეტო თერაპიის კათედრის ასისტენტი; 1984–1994წწ. დოცენტი; 1995 წლიდან – ამავე კათედრის გამგე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის N1 კლინიკის დირექტორი. 1998 წლიდან არის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი და პრორექტორი სამკურნალო დარგში. ავტორია 96 სამეცნიერო ნაშრომის კარდიოლოგიის აქტუალურ პრობლემებზე. მისი ხელმძღვანელობით დაცულია სამი საკანდიდატო დისერტაცია. ექიმი–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ადრეული ეკგ ცვლილებები მწვავე კორონალური ნაკლოვანების დროს და სხვადასხვა ეკგ განხრების დიაგნოსტიკური მნიშვნელობა მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოსტიკაში", დაიცვა 1974 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საყლაპავიდან ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევის შესაძლებლობანი გულის სხვადასხვა პათოლოგიის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში", დაიცვა 1985 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდიუმი, წევრი
  • საქართველოს ინტერნისტთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ჯანდაცვის ფრიადოსანი
  • ღირსების ორდენის კავალერი

ბიბლიოგრაფია

  • შინაგანი სნეულებანი : სახელმძღვანელო უაღლესი სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტებისათვის და ექიმებისთვის (რედაქტორი) // ტომი 2. - თბილისი, მთაწმინდელი, 2009. - 844 გვ. - ISBN: 978-99940-975-8-6
  • შინაგანი სნეულებანი : სახელმძღვანელო უაღლესი სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტებისათვის და ექიმებისთვის (რედაქტორი) // ტომი 1. - თბილისი, მთაწმინდელი, 2008. - 685 გვ. - ISBN: 978-99940-975-7-9

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    ჰელსიკორი -ისრაელი-საქართველოს ერთობლივი სამედიცინო კვლევითი კლინიკა
    მისამართი:თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. 13
    ტელეფონი:2 43 33 43; 557 09 99 11; 577 04 48 63