The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ჯულიეტა ენუქიძე

Date of birth:4 October, 1931  (93 years)
Category:Pediatrist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1956 წელს.

1957–1960წწ. მუშაობდა ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში ექიმ–ორდინატორად; 1960–1962წწ. ქალაქის პირველ საავადმყოფოს ბავშვთა პირველი პოლიკლინიკის გაერთიანებაში პედიატრად; 1962–1978წწ. პედიატრიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ–თანამშრომლად; 1978–1998წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კვების ჰიგიენის კათედრის დოცენტად; 1998 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო–მეთოდური სამმართველოს უფროსი მეთოდისტია. მის მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები ეხება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ვიტამინური ცვლის მაჩვენებლებს ასაკობრივ ასპექტში რიგი ეგზო და ენდოგენური ფაქტორების გათვალისწინებით. ექიმი–პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. აქვს სახელმწიფო მნიშვნელობის საავტორო მოწმობა "ბავშვთა ასაკის რძე–მჟავა პროდუქტის ფერმენტირებული მაწვნის მიღების მეთოდი".

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ადრეული ასაკის ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და ფიზიკური განვითარება დინამიკაში", დაიცვა 1968 წელს.