The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



რაულ ერაძე

დაბადების თარიღი:7 ივნისი, 1940  (84 წლის)
კატეგორია:ოტო-რინო-ლარინგოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს.

1964–1967წწ. იყო ყაზახეთის რესპუბლიკის ბუგუნის რაისაავადმყოფოს ოტორინოლარინგოლოგი; 1967–1970წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ოტოლარინგოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1970–1974წწ. რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი ოტოლარინგოლოგი; 1974–1980წწ. წითელწყაროს რაიონის მთავარი ექიმი; 1980–1983წწ. რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორი; 1983 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყელ–ყურ–ცხვირის სნეულებათა კათედრის ასისტენტი. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ავთვისებიან სიმსივნეთა დიაგნოსტიკას, ლორ–დაავადებათა ეპიდემიოლოგიას საქართველოში. ექიმი–ოტოლარინგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ღვიძლის ფუნქციონალური ცვლილებები ხორხის კიბოთი დაავადებულ ავადმყოფებში".

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"