The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ზინაიდა ერისთავი

დაბადების თარიღი:17 ოქტომბერი, 1931
გარდაცვ. თარიღი:16 მარტი, 2002  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:მეან-გინეკოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1954 წელს.

1962–1968წწ. იყო ი. ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1969–1983წწ. ამავე ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი; 1984 წლიდან საქართველოს სამედიცინო აკადემიის პირველი სამეანო–გინეკოლოგიის კათედრის პროფესორი. ავტორია 132 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 17 გამოქვეყნებულია საზღვარგარეთ. მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მედიკო–ბიოლოგიური აკადემიის აკადემიკოსი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ორსულობა და მშობიარობა დამძიმებული სამეანო ანამნეზის დროს", დაიცვა 1960 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "თრომბოემბოლიური დაავადებების პროფილაქტიკა მეანობაში", დაიცვა 1968 წელს.