The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გიორგი ექსეულიძე

დაბადების თარიღი:3 ივნისი, 1935  (89 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამმედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს.

1966–1980წწ. იყო თბილისის ბავშვთა პირველი კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–ორდინატორი; 1980–1993წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიის კათედრის ასისტენტი; 1993 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 24 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 18 ეხება ბავშვთა ქირურგიის აქტუალურ საკითხებს. არის კათედრის სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სისხლისა და პლაზმის გადასხმის გავლენა რეზენცირებული ღვიძლის რეგენერაციის პროცესზე", დაიცვა 1980 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბავშვთა ქირურგიული საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ექიმთა ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1970 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"