The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ზურაბ ვადაჭკორია

ზურაბ ვადაჭკორია
დაბადების თარიღი:16 იანვარი, 1958  (66 წლის)
კატეგორია:სტომატოლოგი, ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1979 წელს, ასპირანტურა მოსკოვის სტომატოლოგიურ ინსტიტუტში 1982 წელს.

1982–1989წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1982–1993წწ. დოცენტი; 1993 წლიდან აღნიშნული კათედრის გამგეა. 1992–1997წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანი; 1997 წლის დეკემბრიდან პროფესორი. 2009 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი. ავტორია 60 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება სტომატოლოგიის, კერძოდ კი, ბავშვთა ყბა–სახის ქირურგიის აქტუალურ საკითხებს. ექიმი–სტომატოლოგი, ბავშვთა ყბა–სახის ქირურგი, საკანდიდატო დისერტაციების ხელმძღვანელი და სადოქტორო დისერტაციის მეცნიერ–კონსულტანტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პირის ღრუს ჰემანგიომების მკურნალობა ბავშვებში", დაიცვა 1983 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "სახის თანდაყოლილი ნაპრალის მქონე ბავშვშვების სამედიცინო რეაბილიტაციის ძირითადი ასპექტები", დაიცვა 1997 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქრთველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
    მისამართი:თბილისი, ვაჟა-ფშაველას 33