The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ტატიანა ვართაპეტოვა

დაბადების თარიღი:11 ოქტომბერი, 1940  (83 წლის)
კატეგორია:დერმატოლოგი, ვენეროლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს.

1964–1965წწ. იყო ბოლნისის რაიონის დერმატო–ვენეროლოგი; 1965–1966წწ. თბილისის N3, N5 კანის დისპანსერის ექიმი–დერმატოლოგი; 1966–1968წწ. კანის კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1969–1998წწ. ამავე ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 94 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი დერმატო–ვენეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კანის პათოლოგია გონადების დისგინეზის სხვადასხვა ფორმების დროს", დაიცვა 1982 წელს.