შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
არკადი ვართაპეტოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბაქო, აზერბაიჯანი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1919 წელს. 1952 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კანისა და ვენერულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დერმატოლოგიურ განყოფილებას. იკვლევდა ნეიროგენულ-ალერგიული დერმატოზების პათოგენეზის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის საკითხებს. დაამუშავა ქრონიკული დერმატოზების ბალნეო და თალასოთერაპიით კომპლექსური მკურნალობისა და სტაფილოდერმიის ღრმა ფორმების სტაფილოკოკური ბაქტერიოფაგით მკურნალობის წესები. შეისწავლა ნერვული სისტემის როლი ტროფიკული წყლულების განვითარებაში. დაადგინა ურთიერთდამოკიდებულება კანის პათოლოგიასა და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციურ მდგომარეობას შორის. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1955), პროფესორი (1956). დერმატოლოგი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |