The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვახტანგ ვარაზანაშვილი

დაბადების თარიღი:24 იანვარი, 1964  (60 წლის)
კატეგორია:მეან-გინეკოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1987 წელს.

1987–1988წწ. ინტერნატურა გაიარა აკადემიკოს კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინის მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში. 1988–1989წწ. მუშაობდა კასპის რაიონულ საავადმყოფოში ექიმად; 1989–1990წწ. თეთრიწყაროს რაიონულ საავადმყოფოში ექიმად; 1994 წლიდან აკადემიკოს კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინის მეანობა–გინეკოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელია. ავტორია 15 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ჰიპოგალაქტიის პროფილაქტიკა–მკურნალობას და რეპროდუქტოლოგიის საკითხებს. ექიმი მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰიპოგალაქტიის მკურნალობა ჰელიუმ–ნეონური ლაზერის სხივით", დაიცვა 1995 წელს.