The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ბეატრისა ვასაძე

დაბადების თარიღი:1 ოქტომბერი, 1928  (95 წლის)
კატეგორია:ანგიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1951 წელს.

1955–1957წწ. მუშაობდა კიკეთის ნავთის მრეწველთა პიონერთა ბანაკში ექიმად; 1958–1960წწ. ლენინგრადის სამხედრო სამედიცინო აკადემიის სისხლის გადასხმის სადგურში ექიმ–ლაბორანტად; 1961–1970წწ. თბილისის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ–თანამშრომლად; 1970–1987წწ. უფროს მეცნიერ–თანამშრომლად; 1987 წლიდან კოაგულოლოგიის ლაბორატორიის ექიმი–ლაბორანტად; შემდგომ კლინიკური კოაგულოლოგიის განყოფილების გამგედ. ექიმი–კოაგულოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცვლილებები სისხლის შემდედებელ სისტემაში დამწვრობით გამოწვეული დაავადებების დროს", დაიცვა 1968 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ანგიოლოგთა ასოციაცია, წევრი