The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ოთარ ვასაძე

ოთარ ვასაძე
დაბადების თარიღი:6 აგვისტო, 1953  (70 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1976 წელს.

1979–1983წწ. იყო ქირურგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1983–1988წწ. კარდიოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, ქირურგიული მკურნალობის ჯგუფის ხელმძღვანელი; 1988–1994წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო კვლევითი სექტორის უფროსი; 1994–1996წწ. ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის დირექტორის მოადგილე; 1996 წლიდან ამავე ცენტრის დირექტორი. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომის, რომელიც ეხება მიკროცირკულაციას, ელექტრო–კარდიო ცირკულაციას, ჯანდაცვის ორგანიზაციას.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ციტოდინამიური ურთიერთქმედებანი ასეპტიური ანთების კერაში", დაიცვა 1982 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ოჯახის ექიმთა ასოციაციის გამგეობის და ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო პერსონალის ლიცენზირების საბჭო, წევრი

ბიბლიოგრაფია