The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



როლანდ ვასაძე

დაბადების თარიღი:24 აპრილი, 1944  (80 წლის)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1968 წელს.

1968–1971წწ. იყო ცელინოგრადის სამედიცინო ტექნიკუმის პედაგოგი; 1971–1974წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის ასპირანტი; 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა სნეულებათა მეორე კათედრის დოცენტია. ავტორია 75 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ბავშვთა გასტროენტეროლოგიას, ალერგოლოგიასა და აკუპუნქტურას. არის ჩინური და ტრადიციული მედიცინის კურსის ხელმძღვანელი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბავშვებში პანკრეასის დაზიანების პათოგენეზის, კლინიკის და დიაგნოსტიკის ზოგიერთი საკითხი", დაიცვა 1975 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბავშვთა ქრონიკული გასტროდუოდენატის რეფლექსოთერაპია", დაიცვა მოსკოვში 1991 წელს.