შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ელზა ვაშაკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს. 1973–1974წწ. იყო თბილისის რესპუბლიკური კლინიკური ინფექციური საავადმყოფოს ექიმი–ინტერნი; 1974–1977წწ. ზესტაფონის რაისაავადმყოფოს ინფექციური განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1977–1979წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1981–1993წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1993 წლიდან დოცენტი. ავტორია 46 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ვირუსული ჰეპატიტების კლინიკური იმუნოლოგიის საკითხებს, ეკუთვნის ერთი გამოგონება. ექიმი–ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცირკულაციაში მყოფი იმუნოციტების კლინიკურ–პათოგენეზური მნიშვნელობა 13 ჰეპატიტის დროს", დაიცვა 1985 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |