შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გიორგი ვაწაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1916 წელს. 1924–1926წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სახელმწიფო კომისრის მოადგილე; 1926–1929წწ. მუშაობდა ბერლინში რონას ლაბორატორიაში და კილში ჰებერის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში; 1930–1931, 1932–1936წწ. იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი; 1930–1945წწ. ამავე ინსტიტუტის ფიზიოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი; 1936–1945წწ. საქართველოს ჯანდაცვის სახ. კომისარიატის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის დირექტორი; 1956–1971წწ. განაგებდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის რადიობიოლოგიის ლაბორატორიას; 1943 წელს მისი თაოსნობით შეიქმნა ნატურალური კუჭის წვენის დასამზადებელი საამქრო თბილისის ფარმაცევტულ ქარხანაში. შეისწავლა ჰიპოფიზის უკანა წილის ჰორმონის მნიშვნელობა შარდის გამომუშავებისას; წყალტუბოს, ბორჯომისა და ჯავის მინერალური წყლების გავლენა საჭმლის მონელებისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე. გამოიკვლია რენდგენის სხივების გავლენა ნერვული უჯრედის დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას შედგენილობაზე. ფიზიოლოგი და ჯანდაცვის ორგანიზატორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1932), პროფესორი (1935). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |