The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თინათინ ვაწაძე

დაბადების თარიღი:21 ნოემბერი, 1924  (100 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს.

1946–1950წწ. იყო კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის ლაბორანტი; 1950–1963წწ. ფუნქციური დიაგნოსტიკისკაბინეტის გამგე; 1963–1980წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1980–1985წწ. ჰემოდინამიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1985–1995წწ. ფუნქციური კვლევის განყოფილების გამგე. ავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომის, ექვსი მეთოდური რეკომენდაციის, ერთი რაციონალიზატორული წინადადების და ერთი დიპლომირებული გამოგონებისა. მისი ხელმძღვანელობით შესრულებული და დაცულია 9 საკანდიდატო და 3 სადოქტორო დისერტაცია, 30 საკანდიდატო დისერტაცია და 5 სადოქტორო დისერტაციის ფრაგმენტი. აქვს ხელნაწერი მონოგრაფია: "სისხლის მიმოქცევის დინამიკა და მისი შესწავლის მეთოდები". ექიმი–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "უმაღლესი ნერვული მოქმედების გავლენა ექსპერიმენტული ათეროსკლეროზის მიმდინარეობაზე", დაიცვა 1962 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "სისხლის მიმოქცევის დინამიკა ჰიპერტონული დაავადების პროგრესირების დროს",  დაიცვა 1972 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კარდიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - ჯანდაცვის სამინისტროს საპატიო სიგელი
  • 1985 - შრომის ვეტერანი
  • ინსტიტუტის საიუბილეო მედლები