The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლიანა ველიჯანაშვილი

დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1944  (80 წლის)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ასპინძა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1965 წელს.

1965–1968წწ. იყო ახალციხის რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილების მიკროპედიატრი, ბავშვთა განყოფილების პედიატრი; 1968–1970წწ. თბილისის ბავშვთა N2 საექიმო ფიზ. დისპანსერის საექიმო კონტროლის ექიმი; 1984–1992წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1992 წლიდან პედიატრიის კათედრის სალექციო ასისტენტი. ავტორია 26 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებისა და პნევმონიის დიაგნოსტიკას. არის ექიმი–პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გრიპისა და პნევმონიის კლინიკა და ორგანიზმის დაცვის არასპეციფიკური ფაქტორები ადრეული ასაკის ბავშვებში", დაიცვა 1988 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პედიატრთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი