შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
თამარ ვახტანგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1979 წელს. 1979–1980წწ. გაიარა ინტერნატურა შინაგან სნეულებათა სპეციალობით რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე; 1980–1983წწ. იყო რუსთავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ექიმი–კარდიოლოგი; 1983–1985წწ. კლინიკური ორდინატურა გაიარა კარდიოლოგიის სპეციალობით თერაპიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე; 1985–1995წწ. იყო თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კარდიომიოპათიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1995-2002წწ. თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გიდ და კარდიომიოპათიების განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2002 წლიდან კლინიკური მედიცინის ინსტიტუტის კარდიოლოგი; 2005-2007წწ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული უსგ მოკლევადიანი პროგრამის "რადიონუკლიდური კვლევები კარდიოლოგიაში" კოორდინატორი; 2007-2008წწ. უმაღლესი სკოლა "აიეტი"-ს მოწვეული პედაგოგი; 2007-2009წწ. ევროპული საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი(ყოფილი "GBT" - საერთაშორისო სამედიცინო კოლეჯი) შინაგანი სნეულებების პედაგოგი; 2011 წლიდან სამედიცინო ცენტრ "ჯეოსვისი" კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი; 2015 წლიდან წმ. იოაკიმესა და ანას სამედიცინო ცენტრი, კარდიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი ამბულატორიულ დეპარტამენტში; 2015 წლიდან პ. შოთაძის სამედიცინო აკადემიის ასოცირებული პროფესორი(საგანი შინაგანი მედიცინა, ინგლისურენოვანი სექტორი); 2016 წლიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი(საგანი შინაგანი მედიცინა); ავტორია 60-მდე სამეცნიერო ნაშრომის. კარდიოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების საპატიო წევრი(ფელოუ). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პოსტინფარქტული სტენოკარდია", დაიცვა 1995 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |