შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ივანე ვერულაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს; თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი ინგლისური ენის სპეციალობით 1980 წელს. 1974–1977წწ. იყო N2 სამედიცინო სასწავლებლის პედაგოგი; 1976–1979წწ. მუშაობდა რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს საკონსულტაციო პოლიკლინიკაში; იყო რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ნერვულ სნეულებათა განყოფილების ორდინატორი; 1979–1990წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის პედაგოგი; 1991 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის ასისტენტი; 1992–1993წწ. მუშაობდა კარადენიზის(თურქეთი) ტექნიკური უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრაზე. 1974 წლიდან დღემდე მუშაობს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის(რესპუბლიკური საავადმყოფო) ნერვულ სნეულებათა დეპარტამენტში: კლინიკურ ორდინატორად, ექიმ-ნევროპათოლოგად, ნერვულ სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელად. არის 6 მონოგრაფიის, 5 სახელმძღვანელოს, 1 გამოგონების("მიოფასციური ტკივილითი სინდრომების მკურნალობის ხერხი") და 118 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნეიროენდოკრინული სისტემის ფუნქციური მდგომარეობა არტერიულ ჰიპერტენზიით განპირობებული ცერებროვასკულური პათოლოგიის დროს", დაიცვა 1990 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ადაპტაციური მექანიზმების მულტისისტემური დახასიათება თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის დროს", დაიცვა 1995 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |