შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ნინო ვეფხვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1979 წელს. 1984–1986წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ექიმი; 1986–1987წწ. თბილისის ჩიყვის საწინააღმდეგო დისპანსერის რადიოიზოტოპური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის გამგე; 1991–1994წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰიგიენის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1994–1996წწ. დოცენტი; 1996 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრევენციული მედიცინის კათედრის გამგე. არის 40 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და სახელმწიფო პროგრამის – "რადიაცია" კოორდინატორი. ექიმი–რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სიმსივნის სხივური დაზიანების ამორჩევითი გაძლიერება მეტრონიზადოლით და ხანმოკლე ჰიპერგლიკემიით", დაიცვა ლენინგრადში 1985 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "მაიონეზებელი გამოსხივების მცირე დოზების ზემოქმედებით ორგანიზმში გამოწვეული ზოგიერთი თვისება, მოსალოდნელი მავნე ეფექტების პროგნოზირება და სათანადო პროფილაქტიკური ღონისძიებების შემუშავება", დაიცვა 1995 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |