შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
რევაზ ვეფხვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს. 1951–1958წწ. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კათედრის ასისტენტი; 1958–1968წწ. რენდგენოლოგიის ინსტიტუტის იზოტოპური ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1968–1972წწ. დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1972–1977წწ. ინსტიტუტის დირექტორი; 1977–1988წწ. ონკოცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1988 წლიდან ამავე ცენტრის დირექტორი; ავტორია 320 სამეცნიერო ნაშრომის, 12 მონოგრაფიის. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 23 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაცია. ექიმი–რადიოლოგ–ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ძვლის კორძის განვითარების საკითხისათვის", დაიცვა 1958 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "თირკმლის სხივური გართულებები", დაიცვა 1968 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |