The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვლადიმერ ვოლობუევი

დაბადების თარიღი:29 დეკემბერი, 1938  (85 წლის)
კატეგორია:პულმონოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ყარაგანდის(ყაზახეთი) სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1962 წელს.

1962–1964წწ. იყო ყაზახეთის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამინისტროს რესპუბლიკური ტუბსაავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების უფროსი ანესთეზიოლოგი; 1964–1967წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის I ქირურგიული კათედრის ასპირანტი; 1967–1970წწ. თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს გულმკერდის ქირურგიის განყოფილების გამგე; 1970 წელს თბილისის სახელმწიფო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის გულ–მკერდის ქირურგიის სამეცნიერო–კვლევითი ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1970–1976წწ. კათედრის ასისტენტი; 1976–1985წწ. დოცენტი; 1985–1988წწ. თბილისის მე–6 ბავშვთა საავადმყოფოს ქირურგიული ნაწილის მთავარი ექიმის მოადგილე; 1988 წლიდან თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ფტიზიატრიისა და ფილტვის ქირურგიის კათედრის გამგე. ავტორია 78 სამეცნიერო ნაშრომის. არის ორი საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი, ექიმი–პულმონოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევა და სისხლის მიმოქცევის მცირე წრის ჰემოდინამიკა ჩირქოვანი და სიმსივნური დაავადებების მქონე ავადმყოფებზე", დაიცვა 1968 წელს.