The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ირინე ზაალიშვილი

ირინე ზაალიშვილი
დაბადების თარიღი:19 მაისი, 1909
გარდაცვ. თარიღი:6 ნოემბერი, 1976  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:პათოფიზიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის 1938 წელს.

1955–1976წწ. იყო ამავე ინსტიტუტის პათოლოგიური ფიზიოლოგიის კათედრის გამგე. სწავლობდა სისხლის მიმოქცევის ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ მექანიზმებსა და ზოგად კანონზომიერებებს. შეიმუშავა კაპილაროსკოპიული დაკვირვების სქემა და პერიფერიული სისხლძარღვების ტონუსის შესასწავლი ტესტი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1958).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის პათოფიზიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, დამაარსებელი და თავმჯდომარე (1960-1976)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი (2 ორდენი)