The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ინა ზაიჩიკი

დაბადების თარიღი:3 აგვისტო, 1955  (68 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1978 წელს.

1978–1979წწ. იყო თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი–ინტერნი; 1979–1981წწ. კლინიკური ორდინატურა გაიარა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპია–კარდიოლოგიის კათედრაზე; 1981–1991წწ. იყო ამავე კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1992–1997წწ. თერაპია–კარდიოლოგიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 5 სამეცნიერო ნაშრომის.  ექიმი კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო მეცნიერების განყოფილების უფროსი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქინიდინის მონოთერაპიითა და მისი დიგოქსინთან კომბინაციით გამოწვეული ჰემოდინამიკური ცვლილებები გულის რიტმის დარღვევის დროს", დაიცვა 1990 წელს.