The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თენგიზ ზანგალაძე

დაბადების თარიღი:25 მაისი, 1934  (89 წლის)
კატეგორია:ანატომი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენური ფაკულტეტი 1959 წელს.

1959–1964წწ. იყო ცხინვალის საოლქო საავადმყოფოს ტრავმატოლოგი; 1964 წელს საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის  ანატომიის კათედრის ასისტენტი; 1975 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი; 1980 წლიდან დოცენტი. ავტორია 27 სამედიცინო ნაშრომის, თავის ტვინის ქერქის საკითხებზე. ექიმი–ანატომი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თავის ტვინის ქერქის ციტო ან ანგიო არქიტექტონიკა ანტე და პოსტ ნატალურ პერიოდში", დაიცვა 1975 წელს.