The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ზაზა ზარქუა

დაბადების თარიღი:16 ივნისი, 1956  (67 წლის)
კატეგორია:ონკოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს.

1980-1982წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ონკოლოგიის კათედრის კლინიკის ორდინატორი; 1982 წლიდან ონკოლოგიური ნაციონალური ცენტრის აბდონიმური განყოფილების ექიმი-ორდინატორი; 1989 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1997 წელს დირექტორის მოადგილე სამედიცინო პროგრამების მართვის დარგში. 2000 წლიდან სახელმწიფო ონკოლოგიური პროგრამების კოორდინატორი, სამედიცინო პროგრამის მართვის დარგის დირექტორი;  2002 წლიდან ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის, 1 გამოგონებისა და 2 რაციონალიზატორული წინადადების ავტორი; გამოქვეყნებული აქვს: ბიოგრაფიული ნარკვევი - "კვალი ნათელი'; შედგენილი აქვს სასერტიფიკაციო კითხვარები ონკოლოგიაში (2001). მისი რედაქციით გამოიცა პირველად ქართულ ენაზე ავთვისებიანი სიმსივნეების TNM კლასიფიკაცია (2002). ექიმი-ონკოლოგი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი ონკოლოგი, საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი (2004). 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ოპერაციის შემდგომი ჩირქოვან-ანთებითი გართულებების იმუნოპროფილაქტიკა კუჭის კიბოთი დაავადებულ ავადმყოფებში", დაიცვა 1988 წელს.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1994 - ანდო ღვამიჩავას სახელობის პრემია