The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თენგიზ ზაქარიაძე

დაბადების თარიღი:31 მარტი, 1928  (96 წლის)
კატეგორია:პულმონოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს.

1951–1957წწ. იყო ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ასპირანტი; 1957–1968წწ. ფთიზიატრიის კათედრის ასისტენტი; 1968–1970წწ. დოცენტი; 1970 წელს პულმონოლოგიის კათედრის პროფესორი; 1974 წელს თერაპია–პულმონოლოგიის კათედრის გამგე; ავტორია 110 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. რესპუბლიკის მთავარი პულმონოლოგი, მედიცინის დამსახურებული მოღვაწე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტუპერკულიოზის მიკრობაქტერიების სტრეპტომიცინისადმი გამძლეობა და მისი კლინიკური მნიშვნელობა".

სადოქტორო დისერტაციის თემა - "იზონიკოტინის მჟავას ჰიდრაზიდის მიმართ გამძლე ტუპერკულიოზის მიობაქტერიების ბიოლოგიური ცვლილებები და მისი გავლენა ტუპერკულიოზური პროცესის მიმდინარეობაზე".

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პულმონოლოგთა საზოგადოება, თავმჯდომარე
  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი

ბიბლიოგრაფია