The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ზურაბ ზედანია

დაბადების თარიღი:30 მაისი, 1937  (86 წლის)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბანძა, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1961 წელს.

1961 წელს მუშაობდა გაგრის რაისაავადმყოფოში ექიმ–პედიატრად;1964–1970წწ. იყო თბილისის N1 საავადმყოფოში მორიგე ექიმი ბავშვთა თერაპიულ განყოფილებაში; 1970–1989წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში პედიატრიული ფაკულტეტის საფაკულტეტო თერაპიის კათედრის ასისტენტი; 1989 წლიდან კათედრის დოცენტი. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომის. აქტიურად მონაწილეობდა კათედრის სამეცნიერო მუშაობაში. ექიმი–თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ღვიძლის ცილოვანი ცვლის მოშლილობისას სისხლის შრატისა და  შარდის ცილების სპექტრის შესწავლა".

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თერაპიული საზოგადოება, წევრი