The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გიორგი ზედგენიძე

გიორგი ზედგენიძე
დაბადების თარიღი:21 თებერვალი, 1902
გარდაცვ. თარიღი:24 აგვისტო, 1994  (92 წლის ასაკში)
კატეგორია:რადიოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1927 წელს.

1939–1941წწ. იყო სამხედრო საზღვაო სამედიცინო აკადემიის რენტგენოლოგიის აკადემიის უფროსი; 1958–1973წწ. სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო რადიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, 1973 წლიდან მოსკოვის კლინიკური და ექსპერიმენტული ონკოლოგიის ინსტიტუტის კონსულტანტი. 1958 წლიდან ჟურნალ "მედიცინსკაია რადიოლოგიას" რედაქტორი. დამუშავებული აქვს მაიონიზებელი გამოსხივების ბიოლოგიური მოქმედების, სხივური თერაპიის, ავთვისებიანი სიმსივნეების, ძვლებისა და სახსრების, აგრეთვე კუჭ–ნაწლავის და სხვა დაზიანებათა რენტგენოდიაგნოსტიკის საკითხები და სხვა. რენტგენო–რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. რენტგენოლოგიისა და რადიოლოგიის ერთ–ერთი ფუძემდებელი სსრკ–ში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბულგარეთის რენტგენოლოგ–რადიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • გერმანიის რენტგენოლოგ–რადიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • მსოფლიოს რენტგენოლოგ–რადიოლოგთა ასოციაციის აღმასკომი, წევრი
  • რენტგენოლოგ–რადიოლოგთა საკავშირო საზოგადოება, თავმჯდომარე (1958-)
  • საფრანგეთის რენტგენოლოგ–რადიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • ჩეხოსლოვაკიის რენტგენოლოგ–რადიოლოგთა საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია