შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ოთარ ზენაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან.ებით ჰიგიენური ფაკულტეტი 1946 წელს. 1946–1949წწ. იყო სამხრეთ ოსეთის საოლქო სამალარიო(ტროპიკული) სადგურის გამგე; 1950 წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამალარიო ჯგუფის ექიმ–ინსპექტორი, მალარიოლოგი; 1952 წელს ჰელმინთოლოგიური განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი; 1953 წელს უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1961 წლიდან აღნიშნული ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 144 სამეცნიერო–პრაქტიკული ხასიათის ნაშრომის, მონოგრაფიების. ავტორთა ჯგუფთან ერთად მონაწილეობდა "თერაპიული ცნობარის" (1984) და "საოჯახო მედიცინის" (1994) გამოცემაში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 5 საკანდიდატო დისერტაცია. 1994 წლიდან არჩეულია პროფილაქტიკური მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის სამეცნიერო აკადემიის აკადემიკოსად. ექიმი-პარაზიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა -"ანკილო სტომილოზიისა და ზოგიერთი სხვა ჰელმინთოთოზის ოთხქლორიანი ნახშირბადით მკურნალობის საკითხისათვის", დაიცვა 1955 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა -"ჰემოკოოაგულაციური დარღვევების პათოგენეზური მექანიზმი ანკილოსტომიდოზისა და ფასციოლოზის დროს", დაიცვა 1971 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |