შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ალექსანდრა ზირაქაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს. 1951–1960 წლებში მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრაზე; 1960–1963 წლებში იყო ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1963–1990 წლებში იყო კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფიზიოლოგიისა და პათოფიზიოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი და ექსპერიმენტული ლაბორატორიის გამგე, შემდეგ-ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნირო დარგში. პარალელურად პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში მეანობა-გინეკოლოგიის კათედრაზე. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნირო ნაშრომი, მათ შორის 1 მონოგრაფია. არის ერთი გამოგონების ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1987), პროფესორი(1990), ფიზიოლოგი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |