The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლემა ზირაქიშვილი

დაბადების თარიღი:30 მაისი, 1927
გარდაცვ. თარიღი:აპრილი, 2010  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:პარაზიტოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ჩაქვი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს.

1951–1956წწ. იყო საბჭოთა არმიის სამხედრო ნაწილის სამედიცინო სამსახურტის უფროსი; 1956 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი. ავტორია 128 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების ბიბლიოგრაფიული ცნობარი(1924–1974), თბილისი, 1975. მისი ხელმძღვანელობით დაცულია დისერტაციები, მომზადებულია სამეცნიერო შრომები. ექიმი–პარაზიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ასკარიდოზის ეპიდემიოლოგიის თავისებურებები და გაჯანსაღების შედეგები ზემო სვანეთში", დაიცვა 1964 წელს.

სადსოქტორო დისერტაციის თემა - "ასკარიდოზის ეპიდემიოლოგია და მისი მკვეთრი შემცირების პრობლემა საქართველოში", დაიცვა 1972 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პროფილაქტიკური მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის, მედიკო–სოციოლოგიური სამეცნიერო აკადემია, წევრი
  • საქართველოს პარაზიტოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, ვიცე-პრეზიდენტი (1998-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1988 - საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი
  • 1984 - საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი
  • ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელობის პრემია