The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



მამია ზოდელავა

მამია ზოდელავა
Date of birth:2 March, 1949  (76 years)
Category:Hematologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1972 წელს.

1976–1988 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტისა და თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კათედრებზე. 1988–2006 წლებში იყო ჰემატოლოგიის და ტრანფუზიოლოგიის კათედრის გამგე, პროფესორი; 2001 წლიდან სახელმწიფო სარეზიდენტურო პროგრამის(სპეციალობა-ჰემატოლოგია) დირექტორი, ამავე წლიდან-ჰემატოლოგიისა და ქიმიოთერაპიის კლინიკა "ჰემას" დირექტორი, 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის ონკოჰემატოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი. მამია ზოდელავას კვლევის ძირითადი სფეროა: მწვავე ლეიკემიების ქიმიოთერაპიისადმი რეზისტენტობის პროგნოზირება და დაძლევის პრინციპების შემუშავება. არის მრავალი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 1 მონოგრაფიისა და 1 გამოგონების ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1987), პროფესორი(1990). ჰემატოლოგი.

Member of Organizations

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო, თავმჯდომარე (2007-2009)
  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1998-)
  • საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის დიდი საბჭო, წევრი (1996-2005)

Contacts Information

  • Business
    ჰემა
    Address:თბილისი, თევდორე მღვდლის ქ.13
    Phone:2 25 30 44; 2 91 30 81