შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
მანანა ზოდელავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს; ასპირანტურის კურსი ალერგია–იმუნოლოგიის განხრით 1976 წელს. 1973-1976 წწ. - სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტურაში (ალერგოლოგია, იმუნოლოგია).1977–1988წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტი; 1988 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი, ამჟამად კი - შინაგან სნეულებათა მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორი. 2000-2003 წწ. იყო ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის კაბინეტის გამგე. 2003 წლიდან „კარაპს მედლაინში“ ხელმძღვანელობ ამბულატორიისა და ოსტეოპოროზის განყოფილებას. ავტორია 65 სამეცნიერო ნაშრომის ქართულ და უცხოურ ლიტერატურაში, საიდანაც 25 ეძღვნება ოსთეოპოროზის აქტუალურ საკითხებს. ექიმი–მკურნალი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, თერაპიის N4 კათედრის დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მტვრისმიერი ბრონქული ასთმის პათოგენეზის, სპეციფიკური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ზოგიერთი საკითხები", დაიცვა 1977 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |