შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
იულიანა ზუბიაშვილი-ტვილდიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1954 წელს. 1961 წელს იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა დაავადების კათედრის ასპირანტი; 1966 წელს თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს საბავშვო განყოფილების მორიგე ექიმი; 1967 წელს პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1967–1973წწ. ამავე ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ექიმებისა და ექთნების კვალიფიკაციის ამაღლებას; 1973–1978წწ. იყო ადგილკომის თავჯდომარე. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის პარკუჭების მექანიკური სისტოლის ფაზებისა და ქვეფაზების განსაზღვრა 3–დან 14 წლამდე ჯანმრთელ ბავშვებში და მისი ცვლილებები ბრონქული ასთმის დროს", დაიცვა 1966 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |