შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ზურაბ ზურაბაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1962 წელს. 965–1971 წლებში მუშაობდა მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1972–1989 წლებში ხელმძღვანელობდა ამავე ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის ლაბორატორიას, 1984–1996 წლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ქრომატოგრაფიის ცენტრს; 1996 წლიდან არის მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფუნქციური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის გამგე. ზურაბ ზურაბაშვილის სამეცნიეო შრომები ეხება ფსიქიატრიის აქტუალურ საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 6 მონოგრაფია, არის 12 გამოგონების და 6 რაციონალური შეთავაზების ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1970), პროფესორი(1978). ფსიქიატრი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |