The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მაყვალა ზურაბაშვილი

მაყვალა ზურაბაშვილი
დაბადების თარიღი:25 მაისი, 1925
გარდაცვ. თარიღი:2002  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:ჰიგიენისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სიღნაღის რაიონი, სოფელი ბოდბისხევი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პროფილაქტიკური მედიცინის ფაკულტეტი 1946 წელს.

1957–1959წწ. იყო კვების ჰიგიენის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ–მუშაკი; 1959–1975წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კვების ჰიგიენის კათედრის დოცენტი; 1975 წლიდან ამავე კათედრის პროფესორი; 1977 წლიდან აღნიშნული კათედრის გამგე. ავტორია 85 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები და წიგნი–სახელმძღვანელო "კვების ჰიგიენა". 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სალმონელოზი საქართველოს პირუტყვებს შორის", დაიცვა 1950 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "C, B, B6 ვიტამინის ცვლის მაჩვენებელი შინაგანი სეკრეციის ჯირკვალთა ფუნქციის მოშლილობის დროს", დაიცვა 1972 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პროფილაქტიკური მედიცინის ადამიანის ეკოლოგიის აკადემია, წევრი (1994-)

ბიბლიოგრაფია

  • კვების ჰიგიენა : სახელმძღვანელო სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებისათვის (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1989. - 383 გვ.