The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ელზა ზურაბიანი

დაბადების თარიღი:7 სექტემბერი, 1941  (82 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა სურამი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1963 წელს.

1963–1964წწ. იყო სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1964 წლიდან მუშაობს ქირურგიის ინსტიტუტიში უმცროს მეცნიერ–თანამშრომლად; 1969 წლიდან უფროს მეცნიერ–თანამშრომლად; 1984 წლიდან სამეცნიერო ჯგუფის, 1990 წლიდან ლაბორატორიის ხელმძღვანელია. ავტორია 52 სამეცნიერო ნაშრომის. მის სახელს უკავშირდება საქართველოში ინტერვენციული რადიოლოგიური კვლევისა და მკურნალობის მეთოდების დაფუძნება, გულისა და სისხლძარღვების პათოლოგიათა ენდოვასკულური დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ექიმი–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფალოს ტრიადის კლინიკა, დიაგნოსტიკა და ქირურგიული მკურნალობის ზოგიერთი საკითხი", დაიცვა 1968 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის კარდიოქირურგთა ასოციაცია, წევრი
  • ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ქირურგთა ასოციაცია, წევრი
  • სისხლძარღვთა ქირურგიის ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის ვეტერანის მედალი