The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ბიძინა ზურაშვილი

ბიძინა ზურაშვილი
დაბადების თარიღი:15 მაისი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:ეპიდემიოლოგი, ჰიგიენისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ძველი ანაგა(სიღნაღის რაიონი).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან–ჰიგიენური ფაკულტეტი 1978 წელს.

1978–1979წწ. იყო საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს რესპუბლიკური სანიტარულ–ეპიდემიოლოგიური სამსახურის სამრეწველო ჰიგიენის განყოფილების ექიმი; 1979–1980წწ. რადაციული ჰიგიენის განყოფილების გამგე; 1981–1983წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰიგიენის კათედრის ასპირანტი; 1983–1990წწ. ასისტენტი; 1990 წლიდან პრევენციული მედიცინის კათედრის დოცენტია. ავტორია 26 სამეცნიერო ნაშრომის, გამოცემული აქვს ორი დამზმარე მეთოდური სახელმძღვანელო. ექიმი–ჰიგიენისტი–ეპიდემიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ასკორუტინის დამატებითი დოზების გავლენა თიამინისა და ასკორბინის მჟავის ცვლაზე ფიზიკური დატვირთვის ფონზე ექსპერიმენტსა და ნატურალურ დაკვირვებებში", დაიცვა 1987 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მუშაკთა ასოციაცია, წევრი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
    მისამართი:თბილისი, ვაჟა-ფშაველას 33