The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



სერგო თაბაგარი

სერგო თაბაგარი
დაბადების თარიღი:9 მაისი, 1946  (77 წლის)
კატეგორია:ბიოქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1970 წელს.

1971–1973წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოქიმიის კათედრის ასპირანტი; 1973–1983წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1983–1996წწ. დოცენტი; 1992 წლიდან – უმაღლესი სამედიცინო სკოლის "აიეტის" ბიოქიმიის კათედრის გამგე; 1996 წლიდან აღნიშნული სკოლის დეკანი. ავტორია 75 სამეცნიერო ნაშრომის, მისი ხელმძღვანელობით დაცულია 4 საკანდიდატო დისერტაცია, აგრეთვე ხელმძღვანელობდა სამაგისტრო ნაშრომს(უნგრეთი). მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის კუნთის ფერმენტული ადაპტაცია ჟანგბადის უკმარისობის დროს ექსპერიმენტში", დაიცვა 1976 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აშშ კლინიკური ქიმიის ასოციაცია, წევრი
  • ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაცია, წევრი