The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



რევაზ თაბუკაშვილი

დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1972–1975წწ. ოყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოქიმიის კათედრის ასპირანტი; 1975–1980წწ. ასისტენტი; 1980–1990წწ. შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრის ასისტენტი; 1990–1992წწ. დოცენტი, პროფესორი(1992); 1994 წლიდან ამავე კათედრის გამგე. ავტორია 54 სამეცნიერო ნაშრომის. არის სხვადასხვა საზოგადოების და ასოციაციის წევრი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აჩქარების გავლენა ზოგიერთი ფერმენტის აქტიობაზე თავის ტვინის სხვადასხვა ნაწილში სქესობრივად მოუმზადებელ და ზრდასრულ ცხოველში", დაიცვა 1979 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი ექსტრემალური ფაქტორისა და მათი კომბინაციების ბიოლოგიური ეფექტების მექანიზმები დიზოსომების როლის შესახებ", დაიცვა 1990 წელს.