The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნანა თავამაიშვილი

დაბადების თარიღი:20 სექტემბერი, 1945  (78 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს.

1969–1970წწ. იყო გორის პოლიკლინიკის თერაპევტი; 1970–1989წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ფუნქციონალური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1990 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 37 სამეცნიერო ნაშრომის. მისი უშუალო ხელმძღვანელობით მომზადდა ახალგაზრდა კადრები ექოკარდიოგრაფიასა და ელექტროკარდიოგრაფიაში. 1978 წლიდან ქირურგიის ინსტიტუტიში პიველად მის მიერ იქნა დანერგილი ექოკარდიოგრაფიული მეთოდი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიტრალური კომისუროტომიის შორეული შედეგების ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევა", დაიცვა 1990 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია, წევრი