შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ნინო თავბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს. 1974–1976წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1976–1978წწ. მუშაობდა მე–3 სამედიცინო სასწავლებელში; 1976–1978წწ. რესპუბლიკურ ცენტრალურ საავადმყოფოში ექიმ–ორდინატორად; 1978–1981წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის ასპირანტი; 1998-2006 წწ. კი – დოცენტი. 2007 წლიდან დღემდე მუშაობს ექიმ-ოფთალმოლოგად თვალის კლინიკა „ახალ მზერაში“. 983წ. მოიპოვა მედიცინის დოქტორის ხარისხი. 1984წ. გავლილი აქვს პედაგოგთა დახელოვნების ციკლი ქ. მოსკოვის მე-2 სამედიცინო ინსტიტუტში, 1994წ. გაიარა „ლაზერული ქირურგიის კურსი“ ქ. თბილისში, 2004წ. კი ქ. მოსკოვში რეტინოპათიის ლაზერული მკურნალობის კლინიკური ტრეინინგი. თანაავტორი/ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომის, ხელმძღვანელობს სტუდენტთა სამეცნიერო თემათა დამუშავებას. ექიმი–ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა -"თვალის წინა მონაკვეთის ფლუროესცენანგიოგრაფიული გამოკვლევები ეპისკლერალურ და ზოგად ვენურ წნევასთან შეპირისპირებაში ავადმყოფებში პირველადი ღია კუთხიანი გლაუკომით", დაიცვა 1983 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |