The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ილია თავზარაშვილი

დაბადების თარიღი:24 იანვარი, 1952  (72 წლის)
კატეგორია:პათოლოგ-ანატომი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1987 წელს.

1978–1980წწ. კლინიკური ორდინატურა გაიარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათანატომიის კათედრაზე; 1981–1984წწ. იყო ამავე კათედრის დაუსწრებელი სწავლების ასპირანტი; 1980 წლიდან არის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–პათოლოგანატომი და 1984 წლიდან – ამავე საავადმყოფოს პათოლოგიური ანატომიის განყოფილების გამგე. ავტორია 16 სამეცნიერო ნაშრომი. პათოლოგანატომი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. 1989 წელს მიენიჭა უმაღლესი კატეგორიის ექიმი–პათოლოგანატომის წოდება.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუჭის მთავარი ჯირკვლების მორფოლოგიური თავისებურებანი დაბერების პროცესში", დაიცვა 1990 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პათოლოგანატომთა ასოციაცია, წევრი